სიახლეები უკან

ღია კარის დღე ბათუმში

24 თებერვალი 2023

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს ღია კარის დღეებს აჭარის მასშტაბით არსებულ სკოლებში. ბნსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა ამჯერად ბათუმში, N2 საჯარო სკოლაში გამართეს.

მეორე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პროფესორმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქელთაძემ და ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სპეციალისტმა, ენრიკე ინწკირველმა სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სთავაზობს აბიტურიენტებს 2023 წელს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ბნსუ-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

2023 წლის 22 თებერვალს დაგეგმილი ღია კარის დღის ორგანიზატორი ბნსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იყო.