ღია კარის დღე ბნსუ-ში
2025 წლის 07 მარტს, ბნსუ-ში ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თავად გამოცადეს გემის მართვის ტექნოლოგიები და ჩაერთნენ ტრენინგ ცენტრის საჩვენებელ სწავლებაში.
ბნსუ-სა და პროფესიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის შესახებ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობა და არსებული შემეცნებით-შემოქმედებითი კლუბები გააცნეს.