ღია კონკურსი ბნსუ-ში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- პროფესორი - 1 ვაკანსია, მიმართულება - საზღვაო ინგლისური ენა;
- ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია, მიმართულებები - საზღვაო ნავიგაცია, საზღვაო ინგლისური ენა;
- ასისტენტი - 1 ვაკანსია, მიმართულება - მენეჯმენტი.
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:
ა) პროფესორის თანამდებობაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;
- პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:
ბ) ასოცირებული პროფესორისთვის - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და შესაბამის დარგში: არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 27.02.2023;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 28.03. - 31.03.2023;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 03.04. - 07.04.2023;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 10.04.2023;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 11.04. -12.04.2023;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 10.04. - 14.04.2023;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 10.04.2023 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
- კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 104.2023.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში: საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.);
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია;
- ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (აისახება „კონკურსანტის ანკეტაში“);
- „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საბუთების წარმოსადგენად საჭირო ფორმები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- პროფესორი - 1 ვაკანსია, მიმართულება - საზღვაო ინგლისური ენა;
- ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია, მიმართულებები - საზღვაო ნავიგაცია, საზღვაო ინგლისური ენა;
- ასისტენტი - 1 ვაკანსია, მიმართულება - მენეჯმენტი.
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:
ა) პროფესორის თანამდებობაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;
- პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:
ბ) ასოცირებული პროფესორისთვის - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და შესაბამის დარგში: არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 27.02.2023;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 28.03. - 31.03.2023;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 03.04. - 07.04.2023;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 10.04.2023;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 11.04. -12.04.2023;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 10.04-14.04.2023;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 10.04.2023 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
- კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 10.04.2023.