სიახლეები უკან

IEC ინოვაციური განათლების ცენტრის ტრენინგი

23 იანვარი 2024
2024 წლის 10 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ,,IEC ინოვაციური განათლების ცენტრის“ ტრენინგების ციკლი, რომელიც შედგებოდა 5 მოდულისაგან:
  • მოდული №1. ,,როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად";
  • მოდული №2.​,,კვლევის სწორად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში";
  • მოდული №3.​,,როგორ გავწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლო კურსებში კომპონენტებში სწავლის შედეგები ვალიდურად; სწავლის შედეგების გაზომვადობა";
  • მოდული №4.​,,როგორ გავხადოთ ლექცია/სემინარი ინტერაქტიული (სწავლების აქტიური მეთოდები)";
  • მოდული №5.​,,HR სტრატეგია და იურიდიული რეგულაციები პერსონალის მართვის პროცესში. პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში".
ტრენინგები ჩაატარეს ,,IEC ინოვაციური განათლების ცენტრის“ ტრენერებმა მარიამ დარბაიძემ, ზვიად გაბისონიამ, თამარ რემიშვილმა, ნინი ბაქრაძემ, თათული დოლიძემ, დავით გუნაშვილმა. ტრენინგების სხვადასხვა მოდულში მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს 50-მა თანამშრომელმა.