IMLA-ს 29-ე საერთაშორისო კონფერენცია
2024 წლის 25-28 სექტემბერს, სტამბოლში (თურქეთი) საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (IMLA) 29-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გაბედავამ.
კონფერენციის ფარგლებში, პროფესორმა წარადგინა თავისი სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით "Navigating Clear Waters: Understanding Language Challenges and Improving Maritime Safety through Linguistic Insight". აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ენობრივი გამოწვევების გადალახვის გზით.
გარდა ამისა, გიორგი გაბედავამ მოდერაცია გაუწია სესიას სახელწოდებით "Maritime Education and Training", სადაც განიხილებოდა საზღვაო განათლებისა და წვრთნის აქტუალური საკითხები.
კონფერენცია ოცდაორი ქვეყნის წარმომადგენელი ორასი დელეგატი მონაწილეობდა. წლევანდელ ღონისძიებას სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტმა და პირი რიესის უნივერსიტეტმა უმასპინძლეს.
ბნსუ რეგულარულად ჩართულია მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს საზღვაო განათლების განვითარებას და აძლიერებს გლობალურ თანამშრომლობას.