ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის დოკუმენტის წარდგენა
2024 წლის 26 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზისა და სტარტეგიული გეგმის შესრულების ანაგრიშის დოკუმენტების წარდგენა და განხილვა.
შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ბნსუ-ს 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და ანალიზი, რომელიც მოიცავდა განათლების ხარისხის უზრუველყოფისა და ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან ბნსუ-ს შესაბამისობას, სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შესრულების ანალიზს, რეკომენდაციებს 2024 წლისათვის.
ხარისიხს მენეჯმენტის სისტემის ანალიზი წარადგინეს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნათია მიქელთაძემ და ISO ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ.
ასევე განხილუ იქნა ბნსუ-ს სტრაეგიული განვითარების გეგმის (2019-25) შესრულების ანგარიში, რომელიც მოიცავს საანგარიშო პერიოდს 2019 წლიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით. სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების ანგარიში მომზადდა 2024 წელს დაგეგმილი ბნსუ-ს რეავტორიზაციისათვის მოსამზადებებლი ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.