კონფერენცია „Develop a Generic Dual Education Model for Georgia: Perspectives and Challenges“
2024 წლის 26 – 27 ივნისს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „Develop a Generic Dual Education Model for Georgia: Perspectives and Challenges“.
კონფერენცია ERASMUS+ Capacity Building პროექტის „Strengthening capacities for the Implementation of Dual Education in Georgia Higher Education (DUGEOR)“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს და სტუმრებს გააცნეს დუალური განათლების ერთიანი მოდელის პროექტი.
აღნიშნული პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი; ავსტრია; გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონსორციუმის წევრები არიან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში.
პროექტი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.