კონფერენცია -კორპორაციული პასუხისმგებლობი
18 ნოემბერი 2022
2022 წლის 18 ნოემბერს, კორპორაციული პასუხისმგებლობის გააზრების თემაზე ბათუმში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ია გოლიაძე დაესწრო.
- დისკუსიაზე მიწვეული იყვნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
- კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები არსებობს საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშესაწყობად.
- ასევე განიხილეს როგორია მედიის როლი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტიმულირებაში, საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ბიზნეს კომპანიათა ქცევაში.
- მომხსენებლებმა აქცენტი გააკეთეს კორპორაციული პასუხისმგებლობის ღირებულებებსა და უპირატესობებზე, ასევე ისაუბრეს წარმატებული CSR პროექტების გამოწვევებსა და შედეგებზე.