სიახლეები უკან

ყურადღება!

2 აგვისტო 2022

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ბნსუ-ს კვლევითი საქმიანობის სტრატეგიისა და სამეცნიერო მიმართულების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, იწყებს მუშაობას საერთაშორისო კოლექტიურ მონოგრაფიაზე „ბიზნესის ინტეგრაციისა და განათლების ინოვაციური მენეჯმენტი ტრანსნაციონალურ ეკონომიკურ სისტემებში“.

ნაშრომის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:  განათლება და პედაგოგიკა, ეკონომიკა და ბიზნესი, მენეჯმენტი და სამართალი, სტუმართმოყვარეობა და ტურიზმი.

მონოგრაფიის გამოცემაში უნივერსიტეტს პარტნიორობას უწევენ გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (რიგა, ლატვია), ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ესტონეთი, ტალინი), ივანო-ფრანკოვსკის ნავთობისა და გაზის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა, ივანო-ფრანკოვსკი).

მონოგრაფიის გამოცემის თარიღია 2022 წლის 1 დეკემბერი, სამუშაო ენა - ინგლისური.

დეტალური ინფორმაცია ნაშრომის წარმოდგენის პირობებისა და ფორმატის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში. ნაშრომის წარდგენა და გამოქვეყნება უფასოა.

Information letter 

Mono Word Template 2022