კურსდამთავრებულების დაჯილდოვება
2024 წლის 16 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, აჭარის დასაქმების სააგენტოს ,,საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა’’ ქვეპროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებდა, საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას გემზე მიმტანისა და ბართენდერის პროფესიულ მიმართულებაში, იმ უნარების განვითარების მიზნით რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საზღვაო სფეროში, კერძოდ საკრუიზო ლაინერებზე, მომსახურე პერსონალის დასაქმების ხელშეწყობისათვის.
სწავლება განხორციელდა სპეციალურად შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავდა: სასწავლო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, საწარმოო პრაქტიკას, პარტნიორი კომპანიების რეალურ სამუშაო გარემოში -
ინგლისურ ენაში არსებული ცოდნის დონის ამაღლებას და პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლას.
მეზღვაურისთვის შესაბამისი მასერტიფიცირებულ კურსს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.
კურსდამთავრებულების დაჯილდოვება