ლექცია კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტში
6 მარტი 2023
2023 წლის 2 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ ლექცია ჩაუტარა კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მან ასევე, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შესახებ და იმ შეთავაზებების შესახებ, რასაც ბნსუ გაცვლითი პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, კიდევ რამოდენიმე ლექცია.
ლექციას სულ 40 სტუდენტი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.