სიახლეები უკან

ლექცია კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

17 ნოემბერი 2022

2022 წლის 17 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა გიორგი გაბედავამ ლექცია ჩაუტარა კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ლექციის დასაწყისში პროფესორმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, მისი სატრანსპორტი სისტემისა და ბნსუ-ს შესახებ. ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო პროფესიულ საკითხებს.

ლექციას 32 სტუდენტი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ესწრებოდა მათ შორის იყვნენ ბნსუ-ს 2 სტუდენტი, რომლებიც ამ დროისთვის კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან.

პროფესორი გიორგი გაბედავა სამხრეთ კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.