სიახლეები უკან

ლექცია რუმინეთის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

1 მარტი 2023

 2023 წლლის 28 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ ლექცია ჩაუტარა რუმინეთის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს.

ლექციის მთავარი თემა იყო:

  • საქართველოს კულტურა და საგანმანათლებლო სისტემა;
  • ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ფაქტორები;
  • ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა და მისი როლი ეკონომიკის განვითარებაში.

მან ასევე, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის შესახებ და იმ შეთავაზებების შესახებ, რასაც ბნსუ გაცვლითი პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, კიდევ რამოდენიმე ლექცია.პროფესორი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფება.