სიახლეები უკან

ლურჯი პორტების პროექტის მეორე შეხვედრა

13 მარტი 2025

2025 წლის 10 მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლურჯი პორტები" (BLUE PORTS) ეროვნული ტექნიკური კომიტეტის მეორე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა BLUE PORTS სერტიფიკაციის სქემის საფუძვლების გაღრმავებას, სქემის მოთხოვნების შემუშავებასა და შემოთავაზებული სასწავლო მეთოდოლოგიისა და სილაბუსის დადასტურებას. განხილული საკითხები მოიცავდა:

  • შემოთავაზებული სასწავლო მეთოდოლოგიისა და სილაბუსის ვალიდაციას;
  • სერტიფიკაციის სქემის შემდგომი ელემენტების განსაზღვრას, მათ შორის: BLUE PORTS სპეციალიზაციებისთვის განსაზღვრული ამოცანებს, რომლებიც უკავშირდება სასწავლო სილაბუსში აღნიშნულ სასწავლო მიზნებს, უნარებსა და კომპეტენციებს; შეფასების მეთოდოლოგიასა და კრიტერიუმებს.

შეხვედრის დროს განხილული იყო საბაზრო კვლევის შედეგები საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიისა და საქართველოს პორტების სექტორში მწვანე უნარების საჭიროებების შესახებ, ასევე BLUE PORTS სერტიფიკაციის სქემის ძირითადი ასპექტები და სასწავლო მეთოდოლოგია.

BLUE PORTS პროექტი, რომელიც ფინანსდება ევროპის საზღვაო, მეთევზეობისა და აკვაკულტურის ფონდის (EMFAF) 2021-2027 წლების პროგრამის მიერ, მიზნად ისახავს პორტების ეკოსისტემაში ადამიანური კაპიტალის უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყოს პორტების მწვანე გარდაქმნას.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს:

  • ციფრული სასწავლო მასალებისა და ინსტრუმენტების განვითარებას
  • 200-ზე მეტი სპეციალისტისა და 150-ზე მეტი ახალგაზრდა ტალანტის მომზადებას
  • უსაფრთხოებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას
  • ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო ადგილების შექმნას პორტების ინდუსტრიაში

BLUE PORTS კონსორციუმს ხელმძღვანელობს კრეტას ტექნიკური უნივერსიტეტის (TUC) განახლებადი და მდგრადი ენერგიის ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს რვა პარტნიორს საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და ტუნისიდან და 26 მხარდამჭერ ორგანიზაციას.

ბნსუ აგრძელებს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას, რაც უზრუნველყოფს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისა და უნარების გადაცემას.