სიახლეები უკან

მე-8 საერთაშორისო კონფერენცია: Advanced Research in Management, Business and Finance

5 დეკემბერი 2024

2024 წლის 28-30 ნოემბერს, ბნსუ-ს პროფესორმა, ქეთევან გოლეთიანმა და მოწვეულმა სპეციალისტმა ბადრი გეჩბაიამ, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე "Advanced Research in Management, Business and Finance", რომელიც ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, ბნსუ-ს პერსონალმა წარადგინა კვლევითი ნაშრომის პოსტერ-პრეზენტაცია თემაზე: “Challenges of Management Transformation in a Technological Environment”.