ოფიციალური ვიზიტი ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტში
2024 წლის 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი, გიორგი გაბედავა, ოფიციალური ვიზიტით ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის განმავლობაში, ბ-ნი გიორგი გაბედავა:
- შეხვდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მათ შორის დეკანს, დოქტორ სტანისლავ სლუსარჩიკს და ვიცე-დეკანს, დოქტორ კაროლინა ვნუკს;
- ჩაატარა ლექციები მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
- გამართა შეხვედრა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის პერსონალთან;
- დაათვალიერა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის, ინტრალოგისტიკის ავტომატიზაციის ლაბორატორია, VR ლაბორატორია და დრონების ლაბორატორია;
- მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში;
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის განათლების სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისთვის.
ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც სტუდენტების და პერსონალის გაცვლით პროგრამებს ახორციელებს.