ონლაინ ვებინარი „IAMU Research Project Proposal “
2022 წლის 29 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრო ონლაინ ვებინარს „IAMU Research Project Proposal “.
ვებინარზე განხილულ იქნა საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის საკონკურსო კვლევითი პროექტების მოთხოვნები და აპლიკაციის შევსების მიდგომები.
ვებინარის მომხსენებლები იყვნენ ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის წარმომადგენლები Christian Matthews და Ian Jenkinson. მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შემდეგ თემებზე:
- Information on Call for Research Project Proposal FY2023;
- Tips for writing a successful research proposal;
ვებინარის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატი მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის.
ვებინარის ორგანიზატორი საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის სამდივნო ( IAMU Secretariat) იყო.