სიახლეები უკან

პრაქტიკული კომპონენტის დადასტურება

17 იანვარი 2024
2024 წლის იანვარში ჩატარდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის 2023 წლის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის მოდულის გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკული კომპონენტის დადასტურება. აქტივობა განახორციელეს საგანმანათლებლო დაწესებულების დარგობრივი მოდულების პროფესიული განათლების მასწავლებლებმა. სწავლების მიზანს წარმოადგენდა საგემბანე და გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროგრამის პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის შედეგის ,,ზღვაში გადარჩენა” სიმულაციურ გარემოში დადასტურება.