სიახლეები უკან

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

15 აპრილი 2025

ბნსუ-ს პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება!

თუ გსურს დაუეფლო მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიებს, მოკლე დროში და სრული დაფინანსებით, 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, გაიარე ელეტრონული რეგისტრაცია vet.emis.ge-ზე და აირჩიე ბნსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემბანის რიგითი მეზღვაური 
  • გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია - გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური 
  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ელექტროობა

პროფესიულ პროგრამებზე მიღების წინაპირობები:

  • საბაზო განათლება
  • ასაკი შეზღუდული არ არის

კურსის დამთავრების შემდეგ მოგენიჭებათ შესაბამისი კვალიფიკაცია შორეულ ნაოსნობაში დასაქმებისთვის.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

გაიარეთ ელექტრონული რეგისტრაცია პორტალზე: https://vet.emis.ge/ ან მობრძანდით ადგილზე რეგისტრაციისთვის.

მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 514 40 99 40 / 593 95 36 83