სიახლეები უკან

პროფესიული უნარების სააგენტოს წლის შემაჯამებელი ღონისძიება

21 დეკემბერი 2022

2022 წლის 12 დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სპეციალისტი და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული მასწავლებლი ენრიკე ინწკირველი დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.

შეხვედრაზე  პროფესიული უნარების სააგენტომ ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების  და მიღწეული შედეგების შემაჯამებელი ინფორმაცია წარადგინა. ხაზი გაესვა პროცესებში პარტნიორობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში  პანელური დისკუსიები გაიმართა. პირველი პანელის ძირითადი თემა იყო - „უნარები ეკონომიკის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა,  უნარების ეკოსისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარებისთვის, საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, სააგენტოს საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაფასეს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოკვეთეს.

მეორე პანელი  უნარების განვითარებაში სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობას ეხებოდა. პანელზე მსჯელობისას, ხაზი გაესვა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სერვისების შესახებ, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფის განათლებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად ინერგება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის, „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა