სიახლეები უკან

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა

5 ივლისი 2024

2024 წლის 4 ივლისს, ბნსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი/კანცლერი, ლალი ხვედელიძე, რექტორთა საბჭოს დაესწრო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს. მათ შორის:

  • 2023-2024 სასწავლო წლის შეჯამება – განხორციელებული რეფორმები და შედეგები:
    • სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება;
    • სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა;
    • სტუდენტთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
    • 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა;
    • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
    • პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მხარდაჭერა;
    • მეორე International Excellence School ბათუმში;
    • კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF);
    • უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი;
    • სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, დისტანციური სწავლების შესახებ.
  • ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და მონიტორინგის შედეგები;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.

მონაწილეებს საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო