სიახლეები უკან

საჯარო ლექცია „1937 წლის რეპრესიები საქართველოში“

7 ივნისი 2024

2024 წლის 6 ივნისს, ბნსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა,  თემაზე: „1937 წლის რეპრესიები საქართველოში“. ლექცია ბნსუ-ს პროფესორმა, ნაირა ტაბიძემ ჩაატარა.

მომხსენებელმა 1937 რეპრესიების ისტორია ოთხი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის - ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და ევგენი მიქელაძე - ცხოვრების, მოღვაწეობისა და ტრაგიკული დასასრულის ჭრილში განიხილა. ასევე, დამსწრეებმა იხილეს ამონარიდები ქართული მხატვრული ფილმებიდან.

ლექციას ბნსუ-ს სტუდენტები/პროფესიული სტუდენტები და პერსონალი ესწრებოდნენ.