სიახლეები უკან

საჯარო ლექცია „First Steps at Sea“

21 მარტი 2024
2024 წლის 20 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია „First Steps at Sea“. ლექცია სპეციალურად მორგებული იყო სტუდენტებისთვის/პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალი მეზღვეაურები არიან და აპირებენ მსოფლიოს ოკეანეებში ნავიგაციას. ლექცია მოიცავდა თემათა ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია ზღვაზე კარიერისათვის, მათ შორის ნავიგაციის ტექნიკა, საზღვაო სამართალი, საზღვაო უსაფრთხოების პროტოკოლები და გემების ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები. მომხსენებლმა ასევე ისაუბრა საზღვაო ოპერაციებში მდგრადობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს მომავალი მეზღვაურების როლს. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტები და ბნსუ-ს პერსონალი. მომხსენებელმა სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები, რომლებიც იწყებენ კარიერას ინდუსტრიაში. სტუდენტებმა დასვეს კითხვები, ისეთ თემებზე, როგორიცაა კარიერული გზები, განვითარების შესაძლებლობები და ზღვაზე ცხოვრების ყოველდღიური რეალობა. ლექცია შორეული ნაოსნობის კაპიტანმა ნუგზარ ბოლქვაძემ ჩაატარა.