საჯარო ლექცია: მათემატიკური პი
14 მარტი 2025
2025 წლის 14 მარტს, მათემატიკური პის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბნსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა.ლექციას ბნსუ-ს მოწვეული სპეციალისტი, ვახტანგ ბაძაღუა უძღვებოდა, რომელმაც სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს გაუზიარა საინტერესო ფაქტები π-ის შესახებ და მათემატიკაში მის როლზე ისაუბრა.
რიცხვ პის დღე 14 მარტს აღინიშნება, რადგან ეს თარიღი შეესაბამება რიცხვ π-ის (პი-ს) პირველ სამ ციფრს: 3.14. პირველად ეს დღე 1988 წელს, ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ აღნიშნა.