საჯარო ლექცია: „მეზღვაურთა კარიერული განვითარება“
11 ოქტომბერი 2024
ბნსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „მეზღვაურთა კარიერული განვითარება“, რომელსაც ბნსუ-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები დაესწრნენ.
ლექცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კეთილი ნების ელჩებმა და შორეული ნაოსნობის კაპიტნებმა, მამუკა კუნჭულიამ და გიორგი ოვჩარენკომ ჩაატარეს.
მომხსენებლებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცეს.
ლექცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.