საჯარო ლექცია:
2024 წლის 8 ნოემბერს, ბნსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "როგორ უწყობს ხელს საერთაშორისო ნაოსნობა და საზღვაო საზოგადოება მდგრად განვითარებას?"
ლექციაზე განხილულ იქნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის მნიშვნელობა მათ მიღწევაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) როლს, რომელიც, როგორც გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, უზრუნველყოფს გლობალური საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო, დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა ფუნქციონირებას.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა საზღვაო ტრანსპორტის წვლილზე გლობალურ ვაჭრობაში და სექტორის ეკოლოგიურ უპირატესობებზე; ხაზი გაუსვა საზღვაო ტრანსპორტის კავშირს მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანთან (SDGs), დაწყებული სიღარიბის აღმოფხვრით და დასრულებული გლობალური პარტნიორობით მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი გლობალური გამოწვევების დაძლევაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ოკეანეების დაცვა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება.