საჯარო ლექციები ბნსუ-ში
2025 წლის 1-ელ აპრილს, ბნსუ-ს სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ორ საინტერესო შეხვედრას, რომელიც საზღვაო კარიერასა და განათლების საკითხებს მიეძღვნა.
პირველი ლექციას „რატომ ხდება დღეს გემების შეჯახებები ზღვაში? COLREG-ის როლი და თანამედროვე გამოწვევები“, გამოცდილი მეზღვაური, პირველი თანაშემწე, გიორგი გერსამია უძღვებოდა. ლექციაზე განხილულ იქნა საზღვაო მოძრაობის რეგულაციების (COLREG) მნიშვნელობა, არსებული გამოწვევები და გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სესია გაიმართა თემაზე: „საზღვაო განათლების მნიშვნელობა საზღვაო ნავიგაციის სტუდენტებისთვის“, რომელიც შორეული ნაოსნობის კაპიტანტმა, კონსტანტინე ბოლქვაძემ ჩაატარა. მან ისაუბრა საზღვაო განათლების როლზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც ნავიგაციის სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სტუდენტები აქტიურად ჩაეთნენ ლექციების მსვლელობისას. მომხსენებლებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს და გამოცდილებაზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მომავალ მეზღვაურებს გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და სწორად დაგეგმონ კარიერული გზა.