სიახლეები უკან

საერთაშორისო ფორუმი „SEArica event on Leisure Boating and Water-based Tourism - Developing a Truly European and Sustainable Nautical Tourism“

13 ივლისი 2022

2022 წლის 13 ივლისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში „SEArica event on Leisure Boating and Water-based Tourism - Developing a Truly European and Sustainable Nautical Tourism“.

ფორუმის განმავლობაში მომხსენებლებმა დისკუსია გამართეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საზღვაო ტურიზმის განვითარება; საპორტო ინფრასტრუქტურის განახლება; კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩო საზღვაო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის; პერსპექტივები სექტორიდან და სხვა.

ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატი.

ფორუმი პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციისა და ევროპის სანაოსნო ინდუსტრიის მხარდაჭერით განხორციელდა.