სიახლეები უკან

საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია

26 თებერვალი 2025

2025 წლის 25 თებერვალს, ბნსუ-ს თანაორგანიზებით, უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ციფრული ტრანსფორმაცია: გამოწვევები და სტრატეგიები”.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ და ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ბნსუ-ს წარმომადგენლები მოხსენებებით წარსდგნენ პლენარულ სხდომაზე. ამავე სხდომაზე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბადრი გეჩბაიასა და ქეთევან გოლეთიანს  საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ.

კონფერენციის პროგრამა