სიახლეები უკან

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

8 ივლისი 2024

2024 წლის 5 – 7 ივლისს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი, გიორგი გაბედავა საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“ მონაწილეობდა.

სამდღიანი საზაფხულო სკოლა გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" აღმასრულებელი დირექტორი, თამარ სანიკიძე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორი ტატიანა ფუმასოლი.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა ადრეული კარიერის მკვლევრებისა  და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ძირითადი ამოცანაა ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება და ინტრენაციონალიზაცია.

საზაფხულო სკოლა საერთაშორისო პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" (პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ სანიკიძე), რომელსაც აფინანსებს მსოფლიო ბანკი, და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, საკონსულტაციო კომპანიასთან-UCL Consultant თანამშრომლობით ხორციელდება.