საინფორმაციო შეხვედრა ბიბლიოთეკის შესახებ
16 იანვარი 2025
2025 წლის 16 იანვარს, ბნსუ-ს ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის შემოდგომის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის.
შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის, საბიბლიოთეკო სერვისებისა და ლიტერატურის ძიების მექანიზმების შესახებ. ასევე განიხილეს უნივერსიტეტის სივრცეში არსებული ღია წვდომის სამეცნიერო ბაზების შინაარსი და გამოყენების შესაძლებლობები.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს ბიბლიოთეკისა და მისი სერვისების პოპულარიზაციას.