სიახლეები უკან

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2 დეკემბერი 2024

2024 წლის 2 დეკემბერს, ბნსუ-ში სახელმძღვანელოს „Calm Seas, Calm Minds: An Introductory Guide to Seafarers' Mental Health" პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო კვლევითი პროექტის „აკადემიური პერსონალისთვის 2022" ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული კვლევა საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციისა (IAMU) და Nippon Foundation-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას კვლევის კოორდინატორი, ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გაბედავა უძღვებოდა, რომელმაც დამსწრეებს გააცნო კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და სახელმძღვანელოს პრაქტიკული და თეორიული დანიშნულება.