სიახლეები უკან

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა DUGEOR-ის ფარგლებში

17 ნოემბერი 2024

2024 წლის 14-15 ნოემბერს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გაბედავა მონაწილეობდა ERASMUS+ Capacity Building პროექტის „Strengthening capacities for the Implementation of Dual Education in Georgia Higher Education (DUGEOR)“ ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც დუალური უმაღლესი განათლების დანერგვის სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შექმნას ეხება.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიმოხილვა;
  • აკრედიტაციის სტანდარტებში დაგეგმილი ცვლილებები;
  • 2024 წლის სამუშაო პაკეტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პროგრესი;
  • პროექტის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო ღონისძიებების ანგარიში.

შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მასპინძლობდა. 

აღნიშნული პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის, 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი; ავსტრია; გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონსორციუმის წევრები არიან.  

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში.  

პროექტი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.