სიახლეები უკან

სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში

21 ივლისი 2023
2023 წლის 17 – 21 ივლისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი ვოლქან ფაკალი. ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა შეხედრა გამართა ბნსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან-კანცლერთან ლალი ხვედელიძესთან და რექტორის მეორე მოადგილესთან გიორგი გაბედავასთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამუშაო გამოცდილება. სტუმარი მთელი კვირის განმავლობაში ეცნობოდა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მუშაობას. ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.