სიახლეები უკან

სამუშაო ვიზიტი დალიანის საზღვაო უნივერსიტეტში

29 მაისი 2024

ბნსუ-ს რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, დალიანის საზღვაო უნივერსიტეტში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, რექტორის მოადგილე მასპინძელი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ლექციებს უტარებს.

ბ-ნი გიორგი გაბედავა დალიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.