სიახლეები უკან

სამუშაო ვიზიტით რეჯებ ტაიპ ეროღანის უნივერსიტეტში

24 მაისი 2023
2023 წლის 22 – 26 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა და სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი ლელა შანიძე სამუშაო ვიზიტით რეჯებ ტაიპ ეროღანის უნივერსიტეტს (თურქეთი) სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში ბნსუ-ს წარმომადგენლები გაიზიარებენ უცხოურ გამოცდილებას და მონაწილეობას მიღებენ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში, რომელსაც მასპინძელი უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ხორციელდება.