საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა
2024 წლის 25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომა გაიმართა.
კონფერენციას დაესწრო ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი გაბედავა დაესწრო. სხდომის ფარგლებში, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა აქტიურად განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასპექტები, ამასთან, ყურადღება გამახვილდა EQAR-ის წევრობის მნიშვნელობაზე.
ასევე, გაიმართა კონფერენციის თავმჯდომარის არჩევა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მეორე ვადით განახლებით აირჩიეს. დავით გურგენიძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ კონფერენცია, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.
შეხვედრა დასასრულს, წევრებმა გააზიარეს მომავალში განხორციელებული აქტივობები და სამოქმედო გეგმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართულ უნივერსიტეტებში მაღალი ხარისხის განათლებისა და რეფორმების მხარდაჭერას.
„საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრული წევრი და საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.