სიახლეები უკან

საქველმოქმედო აქცია "სიკეთე გადამდებია".

6 ნოემბერი 2022
2022 წლის 4 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის სტუდენტებმა, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული განათლების სტუდენტებთან ერთად საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს , ლოზუნგით "სიკეთე გადამდებია".    საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ახალგაზრდები წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ეწვივნენ და ბენეფიციარებს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი მიუტანეს.  საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად მართავენ. აქტივობის ინიციატორი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული განათლების სტუდენტი ტატო მსხილაძე და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობა იყო.   სიკეთე გადამდებია-საქველმოქმედო აქცია