საზღვაო ბიზნეს-ფორუმი 2023-ი
28 ივლისი 2023
2023 წლის 28 ივლისს, “საზღვაო ბიზნეს-ფორუმი 2023-ის“ ფარგლებში, შედგა ფორუმის სტუმრების ვიზიტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.
ფორუმის სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბნსუ-ს შესახებ, ისაუბრეს დაწესებულების მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტებზე. ასევე, პრეზენტაციით წარსდგა ბნსუ-ს ახალი პარტნიორი, ფორუმის მონაწილე საკრუინგო კომპანია ,,ბრიზ კრუინგი“.
მოხსენებათა შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც სტუმრებმა დასვეს შეკითხვები, გააკეთეს კომენტარები და გამოთქვეს მოსაზღებები და სურვილები. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ბნსუ-ს განახლებული ინფრასტრუქტურის დათვალიერებასა და ახალ სასწავლო-საწვრთნელ აუზში წყალზე გადარჩენის წვრთნის დემონსტრირებას.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ფორუმის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ნაყოფიერი ვიზიტისათვის.