სიახლეები უკან

შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

30 ნოემბერი 2024

2024 წლის 30 ნოემბერს, ბნსუ-მ ჩინეთის წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების, შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებას, სადაც სტუმრებმა გაიცნეს ის თანამედროვე აღჭურვილობა და სასწავლო სიმულატორები, რომლებიც მომავალი საზღვაო სპეციალისტების მომზადებისთვის გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს და მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.