შეხვედრა პირველკურსელებთან
17 ნოემბერი 2022
2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა სოციალიზაციაზე მიმართული აქტივობები განხორციელდა. ბნსუ-ს სტუდენტებს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტისა და ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანებმა, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ პრეზენტაცია გააცნეს.
სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო პროცესის, შეფასების სისტემისა და სტუდენტური სერვისების თაობაზე.
პირველკურსელთა სოციალიზაციის მიზნით, ოქტომბერში სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა ხარისხის სისტემისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებაც.
ახალგაზრდებს ასევე შეხვდა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე წევრებთან ერთად.
პირველკურსელთა სოციალიზაციაზე მიმართული აქტივობების ფარგლებში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა სტუდენტებს ბნსუ-ს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდითა და ელექტრონული ბაზებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობაზე გააკეთა აქცენტი ოქტომბერში, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელმა.
გაცვლით პროგრამებთან და საერთაშორისო სტუდენტურ აქტივობებთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა პირველკურსელთა სოციალიზაციაზე მიმართული კიდევ ერთი შეხვედრის ფარგლებში.
პირველკურსელთა სოციალიზაციაზე მიმართული აქტივობების ფარგლებში ასევე დაიგეგმა ექსკურსია დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონში. 5 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელები სამეგრელოსა და იმერეთში, რამდენიმე ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ეწვივნენ