სიახლეები უკან

სისხლის დონაციის აქცია

19 დეკემბერი 2024

2024 წლის 19 დეკემბერს, ბნსუ-ს სტუდენტები და თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ბნსუ აქტიურად ერთვება მსგავსი ინიციატივების განხორციელებაში.

სისხლი შეიძლება აუცილებელი გახდეს ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის ჩვილებისთვის ან გადაუდებელი ოპერაციების საჭიროების მქონე პირებისთვის.

ამჯერად შეგროვებული სისხლი მახინჯაურის ჰოსპიტალს გადაეცა.