სპლიტის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი ბნსუ-ში
2024 წლის 23-27 სექტემბერს, ბნსუ-ს სამუშაო ვიზიტით სპლიტის უნივერსიტეტის (ხორვატია) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების კოორდინატორი, ალექსანდრა ბანიკი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, ქ-ნმა ბანიკმა შეხვედრები გამართა ბნსუ-ს რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან-კანცლერთან, რექტორის მოადგილესთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. ვიზიტის მთავარი მიზანია უნივერსიტეტებს შორის სამუშაო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდა და დაფინანსდა.
სპლიტის უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც წარმატებით ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები.