სიახლეები უკან

ტრეინინგი: „Advanced Training Program for Maritime Instructors and Administrators from MET Institutions 2021“ 05.11.2021

5 ნოემბერი 2021

254254728_470718584312640_5623789299700178773_n.png

2021 წლის 22 ოქტომბრიდან 5 ნომებრის ჩათვლით ბათუმის ნავოგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრო ტრეინინგს თემაზე: „Advanced Training Program for Maritime Instructors and Administrators from MET Institutions 2021“.

ტრეინინგზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:

-         მსოფლიო საზღვაო განათლებისა და ტრენინგის სისტემის მიმოხილვა (სისტემები, სტრუქტურები, ჩარჩო და IMO-ს კონვენციები);

-         საზღვაო ინგლისური ენის სწავლების კომპეტენცია: IMO Model Course 3.17;

-         საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება MET ინსტიტუტებში;

-         სტრატეგიული დაგეგმვა საზღვაო უნივერსიტეტებისთვის, საზღვაო სასწავლო ცენტრებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობა MET-ის მდგრადი განვითარებისთვის;

ტრეინინგი შანხაის საზღვაო უნივერსიტეტისა Shanghai Maritime University (SMU) და საზღვაო ლექტორთა ასოციაციის International Maritime Lecturers Association (IMLA) მიერ იყო ორგანიზებული.