სიახლეები უკან

ტრეინინგი „Advanced Training Program for Maritime Instructors and Administrators from MET Institutions 2022“

12 ივლისი 2022

2022 წლის 24 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან ტრეინინგს „Advanced Training Program for Maritime Instructors and Administrators from MET Institutions 2022“.

ტრეინინგის განმავლობაში მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებისა და საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს შემდეგ თემებზე:

  • განახლებები გლობალური MET-ის შესახებ;
  • სამრეწველო საჭიროებების მიმოხილვა;
  • შესაძლებლობების გაზრდა ახალი კვალიფიკაციისთვის;
  • MET პედაგოგიკის და მენეჯმენტის განახლება;
  • STCW, MLC და ეროვნული რეგულაციების იმპლემენტაცია;
  • ეროვნული ანგარიშები MET-ისთვის;
  • MET-ის მომავლის დაგეგმვა;

ტრეინინგის ფარგლებში სპიკერად მიწვეული იყო ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის უფროსი სპეციალისტი ეკატერინე ჩიქოვანი. შესაბამისად 12 ივლისს მოხსენება გაკეთდა თემაზე „MET Practice in Georgia”.

ტრეინინგი შანხაის საზღვაო უნივერსიტეტისა და საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.