სიახლეები უკან

ტრეინინგი „ციფრული უნარები და კომპეტენციები“

22 მაისი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლებმა ტრეინინგი „ციფრული უნარები და კომპეტენციები“ გაიარეს. ტრეინინგი პროექტის საზღვაო ეკონომიკის გაციფრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და ის 2023 წლის 12 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდა. ტრეინინგის ფარგლებში ჩატარდა სესიები შემდეგ თემებზე:
  • პროექტების მართვის ციფრული საშუალებები - პროექტების მართვა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, (Canva) მონაცემთა შენახვა/ფაილების მართვა (Google და სხვა სერვისები);
  • კიბერუსაფრთხეობა (მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება, პერსონალური მოანცემების დაცვა/GDPR);
  • ციფრული მარკეტინგი (სოც. მედია facebook/instagram სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, სწორი კომუნიკაცია, Google სერვისები და ა.შ.).
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ---