სიახლეები უკან

ტრენერთა ტრენინგი „Training of Trainers for the ILO Portworker Development Programme (PDP2)

30 ივლისი 2022

2022 წლის 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სასმსახურის უფროსმა გიორგი გაბედავამ გაიარა ტრენერთა ტრენინგი „Training of Trainers for the ILO Portworker Development Programme (PDP2)".

კურსის მიზანია გააძლიეროს მონაწილე ქვეყნებისა და ინსტიტუტების შესაძლებლობები, რათა მოამზადონ პორტის მუშაკები უსაფრთხო სამუშაო პირობებსა და პროცედურებზე და აამაღლონ სატვირთო ოპერაციებში მონაწილე მუშაკების კომპეტენციები.

ტრეინინგ კურსი შედგენილი იყო საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) სტანდარტის მიხედვით და ის განახორციელა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის „საერთაშორისო ტრეინიგ ცენტრმა“.

პროფესორი გიორგი გაბედავას მონაწილეობა აღნიშნულ ტრეინინგში დაფინანსებული იყო სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაცემული გრანტი.

ტრეინინგის 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯამში 100 საათი. სალექციო დროსთან ერთად გათვალისწინებული იყო პრაქტიკული დავალებები, შემაჯამებელი ტესტები და ორი გამოცდა.

პროფესორმა გიორგი გაბედავამ წარმატებით დაასრულა ტრეინინგი და გადაეცა სერტიფიკატი ToT „Training of Trainers for the ILO Portworker Development Programme (PDP2)". ის უფლებამოსილია ჩაატაროს შესაბამისი ტრეინინგები დარგის წარმომადგენლებთან.

ტრეინინგს 14 ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა.