ტრენინგი „ფინანსები და ბუღალტერია“
3 ივნისი 2024
2024 წლის 27-31 მაისს, ბნსუ-ს ბუღალტერმა, ნატალია ბოხუამ, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში „ფინანსები და ბუღალტერია“.
ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებასა და ძირითად პრინციპებზე, ფინანსური დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენის პრინციპებსა და ფინანსური პროგნოზირების ტექნიკაზე, ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაზე, თანხების მოზიდვაზე.
ტრენინგი BDO Academy-ამ „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით ჩაატარა. ტრენინგს მიხეილ ჟუჟუნაშვილი უძღვებოდა.