ტრენინგი „Google Suite“
14 თებერვალი 2024
2024 წლის 14 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალს ჩაუტარდათ ტრენინგი „Google Suite“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო Google-ის სერვისები: Mail; Meet; Calendar; Drive; Google Docs; Forms; Tasks.
Google ბიზნეს სერვისები – G Suite წარმოადგენს ღრუბლოვან სისტემას, რომელიც პირველად შეიქმნა 2006 წლის 28 აგვისტოს და ბაზარზე გაეშვა „Google Apps for Your Domain“ სახელით. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გაზარდოთ სერვისისა და თანამშრომლების პროდუქტიულობა. გვქონდეს ჩვენი ბიზნეს ღრუბლოვანი სისტემა, რაც საშუალებას მოგვცემს ონლაინ რეჟიმში ვაწარმოოთ პროექტების მართვა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. გვქონდეს ჩვენი კომპანიის დომენის დაბოლოების მქონე Gmail. მარტივად გაუზიაროთ თანამშრომლებს დოკუმენტები და განუსაზღვროთ დოკუმენტებზე წვდომის უფლებები და ა.შ.
ტრენინგი ელექტრონული აკადემიის დირექტორმა გიორგი დათუკიშვილმა ჩაატარა.