ტრენინგი: გუნდური მუშაობისა და ლიდერობის კომპეტენციების გაძლიერება
5 მარტი 2025
2025 წლის 5 მარტს, ბნსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „გუნდური მუშაობისა და ლიდერობის კომპეტენციების გაძლიერება“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ლიდერობის, გუნდური თანამშრომლობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს.
ტრენინგი ბნსუ-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც მოწვეული ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი, მაკო ჯაოშვილი უძღვებოდა.